გაკვეთილის გეგმები



 
გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა


გაკვეთილის              მთავარი თემა
ადიქცია - რა არის ნარკომანია?
(სამოქალაქო განათლება)

სწავლების საფეხური
საბაზო  მე-9 კლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში არ მყავს სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ადიაქცია, ნარკომანია არის ქვეყნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ადრიანად შეიტყონ იმ საფრთხეების შესახებ რომელიც ახლავს ნარკომანიას

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ  წესს.

·         განმარტავს, თუ რას ნიშნავს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მსჯელობს სხვადასხვა  ნარკოტიკული საშულებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ საერთო და სპეციფიკურ რისკებზე;

·         მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს; აღწერს იმას, თუ რა სახის ქმედებებს ეაქთ წვლილი გარემოს დაცვაში;


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ნარკომანიის პრობლემის შესახებ. ზედაპირული ცოდნა აქვთ სხვადასხვა არალეგალური ნარკოტიკის შესახებ, აქვთ ინფორმაცია ნარკოდამოკიდებული ადამიანების შესახებ, შეუძლიათ მაგალითების მოყვანა თუ რა ზიანი მიაყენეს ნარკოდამოკიდებულებმა თავიანთ თავს და ოჯახებს.
შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,ცარცი, შპრიცი, ფული, თოკი, წიგნი, წინასწარ მომზადებული სლაიდ შოუ,  ფილმი ,,ქუჩის დღეები’’ ( ნაწყვეტი) , არდაშილ თათქირიძის ნოველა ,,გარდასახვა“ , წინასწარ მომზადებული ინტერნეტ ტესტი ნარკომანიის შესახებ.

გაკვეთილის მსვლელობა

·         დაფაზე ვწერ სიტყვას ,,ადიქცია“ და ვეკითხები მოსწავლეებს რა იციან ადიქციის შესახებ?                                                            2.წთ

·         მოსწავლეებს ვაჩვენებ შპრიცს, ფულს, თოკს, წიგნს და ვეკითხები რა ასოციაციები უჩნდებათ და რატომ ამ საგნებთან დაკავშირებით.                                                                                                    
                                                                                                            3.წთ
·         მოსწავლეებს ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას ნარკომანიი შესახებ                                                                         3.წთ

·         ვაჩვენებ ნაწყვეტს ფილმიდან ,,ქუჩის დღეები“ და განვიხილავთ.
                                                                                                             10.წთ

·         განვიხილავთ არდაშილ თათქირიძის ნოველას ,,გარდასახვა“
                                                                                                                  10.წთ


·         აქტივობა-დანაკარგი                                                                    10.წთ

·          გაკვეთილის შეჯამება   -შეფასება                                             5.წთ


·         საშინაო დავალების მიცემა                                                          2.წთ


No comments:

Post a Comment

სახელი-მარინე  გვარი -ხვედელიძე განათლება-უმაღლესი სამუშაო გამოცდილება:  საერო სკოლა  ,,ბინული"   2006-2012 წწ.-კოორდინატორი...